ისტორია

 

ნაღდი მარანი კარდენახის წარაფებში!

ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ დღეს მოქმედ კომპანია „ნაღდი მარანისა“ და მისი წინამორბედი ღვინის ორ საუკუნოვანი მარნის დაარსებას, შეიძლება ითქვას ერთნაირად საინტერსო პრეისტორია გააჩნია. 

მოგეხსენებათ, რომ კარდენახულ წარაფზე, როგორც ძირძველი ენდემური ჯიშის ვაზის ელიტარულ პროდუქტზე მოთხოვნა იმ დროიდანაა აქტუალური რაც ყურძნისა და საზოგადოდ ღვინის  კულტურა არსებობს საქართველოში.

მაგრამ ძალიან შორიდან რომ არ დავიწყო, ორიოდ სიტყვით დღეს აღგენილი მარნის წინამორბედის დაარსებასთან დაკავშირებით ორიოდ სიტყვას მოგახსენებთ იმ თქმულებებიდან, რომლებიც მწირი რაოდეენობით  მაგრამ მაინც შემორჩა ადგილობრივი მოსახლეობის მეხსიერებას.

ეს ყოველივე 18-ე საუკუნის ბოლოს, ჯერ იდევ მაშინ დაიწყო, როდესაც ჩვენს დედაქალაქში კარდენახიდან ღვინოს კამეჩის რუმბებით ეზიდებოდნენ თბილისელი სირაჯები, ანუ ჩვენებურად რომ ვთქვათ ღვინის ვაჭრები.

სწორედ ამ ხალხს  ეხმარებოდა დაუზარელად ერთი კარდენახელი ობოლი ბიჭი, რომელიც შემდგომ თავის სიბეჯითის გამო სირაჯებმა თან წაიყვანეს თბილისში და იქ იმსახურს ღვინის საქმეებზე. წაიყვანეს მეთქი, ასე ვამბობ, თორემ დარწმუნებული ვარ გასამრჯელოს გარეშე, ლუკმა პურის სამადლოდაც სიამოვნებით გაჰყვა უპატრონო ყმაწვილი.

ალბათ, მაშინ ხალხიც სხვა იყო და ალალ შრომასაც სხვაგვარად აფასებდნენ, რადგან ათეული წლების შემდეგ, როცა ეს ყმაწვილი უკვე თავისი საქმის კარგად მცოდნე კაცად შეიქმნა, სირაჯებმა წლების განმავლობაში დაგროვილი ჯამაგირი არ დაუკარგეს შეგირდს, ოქროთი სავსე ქისა გადასცეს და საკუთარი საქმის წამოსაწყებად ოთხივ მხრივ გზა დაულოცეს.

კაცს ბევრი არ უფიქრია, ის საქმე აირჩია რასაც წლების განმავლობაში დაეუფლა, ადგა და ამ დალოცვილ კარდენახში ვენახები შეიძინა. როგორც გადმოცემით ვიცით, ვენახებს 1801 წელს მარანიც მიუშენა. რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი მფლობელი უშვილძირდ მიიცვალა, თუმცა მარანმა მაინც კარგა ხანს იმუშავა.

მას მერე დროც შეიცვალა და ჩვენმა ქვეყანამაც მრავალი ჭირ-ვარამი გაიარა. განსაკუთრებით ძველი მარანი კომუნისტების მართველობის დროს დაზარალდა. იმ დროინდელი ხელისუფლება კონკრეტული მიკრო ზონის უნიკალური ღვინის ხარისხზე ნაკლებად ზრუნავდა. მაშინ მთავარი გეგმა-ვალდებულება და ღვინის რაოდენობის გაზრდა გახლდათ, ამიტომ მცირე და საშუალო ზომის ძველი მარნები ნავთობ-ბაზების მსგავსმა, რკინის უშველებელ ბუტებიანმა მეგა ქარხნებმა ჩაანაცვლა.

 მარანი ჯერ საბავშვო ბაღად გადაუკეთებიათ, შემდეგ კოლმეურნეობის საწყობად, ბოლოს კი უპატრონოდ მიგდებული სრულად გაჩანაგებულა და გატყევებულა.

აქაურობა ისევ ქართული გენის ძახილმა გამოაჩინა. ორიათასიანი წლების დასაწყისში ჩვენი კომპანიის პირველი დამფუძნებლები მამები, ამ კუთხის შვილები - აკაკი ხარაშვილი და თემურ გილაური ქართული მეღვინეობის ტრადიციების აღდგენა აღორინებაზე იწყებდნენ ზრუნვას და ახალშესყიდული ვენახების ყოველ გოჯ მიწას ნაბიჯ ნაბიჯ ათვალიერებდნენ. სწორედ ყოფილ ნამარნალზე მათ თანმყოლ მუშას შემთხვევით ფეხი ჩაუვარდა მაყვლის ბარდებ გადავლილ ძველის-ძველ ქვევრში.

როგორც იტყვიან, შემთხვევით არაფერი ხდება! ალბათ ამ მარანსაც არ ეწერა საბოლოოდ უშვილძიროდ დაკარგვა. სწორედ ის დღე გახდა ორ საუკუნეზე მეტი ხნის წინ კახეთის ამ ძირძველ მიწაზე მოგუგუნე მარნის აღდგენა აღორძინების დასაწს დღედ.

საქმე თავიდანვე ფაქიზი მიდგომით დაიწყო. სრული იდენტურობის შენარჩუნების მიზნით, სკურპულოზური რევიზია და შესაბამისი რესტავრაცია ჩაუტარდა უნიკალურ ქვევრებს. გამოცდილი არქიტქტორის მიერ განხორციელდა მარნის პირველადი არქიტექტურის მოდელირება და სპეციალურად შერჩეული ძველი მასალებით მისი აღდგენა.

ეხლა დავუბრუნდეთ კითხვას -

რატომ "ნაღდი მარანი"?

ალბათ იმიტომ რომ თავად მარანი მდებარეობს ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, კერძოდ სოფელი კარდენახის "წარაფების" სახელით ცნობილ უნიკალურ მიკროზონაში.

არავისთვის არ არის საიდუმლო და თუნდაც მევენახეობასა და მეღვინეობაში გაუცნობიერებელი პირი ნებისმიერ ცნობარში აღმოაჩენს, რომ კახეთის ეს მიკროზონა ძირითადად სახელდებულია ისეთი ცნობილი ქართული ვაზის ჯიშებით, როგორებიცაა: რქაწითელი, საფერავი, ხიხვი, მწვანე და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ჯიშები სწორედაც კარდენახის წარაფებში იძლევა თავის საუკეთესო მოსავალს მთელს კახეთში.

ამიტომ ყოველგვარი კეკლუცობისა და თვითრეკლამის გარეშე შემიძლია განვაცხადო, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს იმ გარემოებასთან, როცა მარნის დასახელება შინაარსობრივადაც და ხარისხობრივადაც სრულ კორელაციაშია მის წიაღში დავარგებულ უნიკალური საგემოვნო თვისებების მატარებელ ღვინოებთან.

დღეს-დღეისობით ნაღდი მარნის ძირითად სავიზიტო პროდუქტს წარმოადგენს რქაწითელის ჯიშის ყურძნის ტრადიციული მეთოდით, ქვევრში დაღვინებული თეთრი, მშრალი ღვინო „წარაფი ქვევრი“, რომელის ასორტიმენტი ცხადია წარმოდგენილია წლებში დავარგების მიხედვით.

არანაკლები პოულარობით სარგებლობს ამავე მიკრო ზონაში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძნის ტრადიციული მეთოდით, ქვევრში დავარგებული წითელი მშრალი ღვინო „საფერავი ქვევრი“.

კომპანია ითვალისწინებს ბაზრის მოთხოვნებს და თავის წარმომადგენლობით პორტფელში აგრეთვე გააჩნია ისეთი ნახევრად მშრალი და ნახევრად ტკბილი ღვინის ბრენდები როგორებიცაა: „დაისი“, „ლილეო“, „ფიროსმანი“, „როზე“ და ა.შ.

მარანი ტერიტორიულად კახეთის სხვადასხვა ტურისტული მიმართულებების გზაგასაყარზეა, რაც, უნიკალურად შენარჩუნებულ არქიტექტურასთან ერთად, კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის მას ტურისტული თვალსაზრისით.

ზემოთქმულის გთვალისწინებით კომპანია თავის ძირითად საქმიანობას წარმართავს იმ ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით, როგორებიცაა მაღალი ხარისხისა და ეთნიკურ-ტრადიციული კომპონენტების სრულად შენარჩუნება.

სწორედ ასეთი ხედვის დამსახურებაა ის გარემოება, რომ ამ მოკლე პერიოდში სხვა დიდ წარმოებებთან შედარებით ჩვენმა ძველმა მარანმა გურჯაანის სავიზიტო მარნის ფუნქციები შეითავსა.

ჩვენი კომპანია ძირითადად ელიტარული პროდუქტის კულტივრებაზეა ორიენტირებული და სამომავლო გეგმებიც შესაბამისი გააჩნია.

არსებულ მიკრო ზონაში მიმდინარეობს უნიკალური ვაზის ჯიშების გაშენება.

ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და გაფართოვება.

საიუბილეო, ლიმიტირებული პროდუქციის პროდუქტის ასორტიმენტის გაზრდა.

საექსპორტო პროდუქციის გეოგრაფიის გაფართოვება და ა.შ.

დიდი ყურადღება ექცევა ბიო გამამდიდრებელ კომპონენტებს და ეკოლოგიურ ფაქტორებს.